LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას ცნობილი პიჯაკი გააცოცხლა (ფოტო)

129

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შვედეთში იმყოფებიან, სადაც მათ სამეფო ოჯახის წევრები მასპინძლობენ. ვიზიტის პირველ დღეს ბრიტანელ მონარქებს პრინცი დენიელი და პრინცესა ვიქტორია შეხვდნენ. ქეითმა და ულიამმა სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად სტოკჰოლმში რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულეს. ისინი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრის მუშაობას იმ ინსტიტუტში გაეცნენ, სადაც ყველაზე მეტი სამედიცინო კვლევა ტარდება. მოგვიანებით ორსული მიდლტონი მეუღლესთან ერთად სტოკჰოლმში მდებარე სკოლას ეწვია და პრინცი დენიელისა და პრინცესა ვიქტორიას თანხლებით გალერეაც მოინახულა.

შვედეთში ვიზიტისთვის ქეითმა სამოსი საგანგებოდ შეარჩია. ბრიტანელი მხატვრის ნამუშევრების დასათვალიერებლად ქეითი ხავერდის ლურჯ კაბაში გამოჩნდა, რომელიც Gianvito Rossi-ს ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ყველაზე საინტერესო კი გახდა, ვიზიტის პირველი დღე, როცა მიდლტონი Catherine Walker-ის წითელი ფერის კუბოკრულ პალტოში იყო გამოწყობილი. ეს კი სწორედ იმ ცნობილი პიკაჯის ანალოგია, რომელიც 1990 წელს პრინცესა დაიანას ეცვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g