ქეით მიდლტონმა კიდევ ერთხელ მოახერხა მსოფლიოს გაოცება, როცა მშობიარობიდან რამდენიმე საათში ახალდაბადებულ ვაჟთან ერთად წმინდა მერის სამშობიაროს კიბეებზე გამოჩნდა და გულშემატკივრებს მიესალმა. საინტერესოა, რომ სამეფო ოჯახის ეს ტრადიცია პრიცნ ულიამსა და ქეით მიდლტონს არასოდეს დაურღვევიათ. დღეს კი მედიაში ქეით მიდლტონის გუშინდელი კაბა პრინცესა დაიანას პალტოს შეადარეს, რომლითაც ის სამშობიაროდან პატარა ჰარისთან ერთად გამოვიდა. ქეითს სწორედ ისეთი წითელი კაბა ეცვა, როგორც 1984 წელს პრინცესა დიანას, როცა ის ამავე სამშობიაროდან პრინც ჩარლზთან ერთად გამოვიდა.
ქეითის კაბის დიზაინი ბრიტანელ დიზაინერს ჯეინ პეკჰამს ეკუთვნის. სწორედ ამ უკანასკნელის კაბები შეარჩია ქეითმა პირველი და მეორე მშობიარობის შემდეგაც. მედიაში წერენ, რომ ამით ქეითმა პრინცესა დაიანას მიაგო პატივი.