ტაბლოიდები ქეით მიდლტონის გარეგნობას უფრო მეტად აკვირდებიან, ვიდრე ჰოლივუდელების. ჟურნალისტები წერენ, რომ ბოლო დროს ქეითი კომპლიმენტებს სულ უფრო იშვიათად იმსახურებს.
ახალი „ჯეიმს ბონდის“ პრემიერის შემდეგ კი მედიის წარმომადგენლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ პრინცესას ანორექსია აქვს.
პრინც უილიამის ცოლი ღონისძიებაზე თხეილ შიფონის კაბით გამოჩნდა, რომლის ქვეშაც თეთრეული არ ეცვა, თუმცა პაპარაცებს ამისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ, რადგან პრინცესას მკვეთრმა სიგამხდრემ ყველა გააოგნა.
ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ მიდლტონი 45 კგ-ზე მეტს არ იწონის. სამეფო კართან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ ქეითს იმდენად ეჩქარებოდა ფორმაში დაბრუნება, რომ „გადააჭარბა“ კიდეც.