ნიუ-იორკის აეროპორტი ის ადგილია, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად პაპარაცების ობიექტივში ხვდებიან. ამჯერად ფოტოგრაფებმა 42 წლის ქეით უინსლეტი მაშინ გადაიღეს, როცა ის სახლში ბრუნდებოდა. მსახიობი არავარსკვლავური ლუქით პირველად ვიხილეთ. ის მწვანე პალტოთი, ჯინსებით, ჩექმებითა და ზურგჩანთით გამოჩნდა პაპარაცებთან. როგორც ჩანს, კამერებმაც ვერ იაძულა ოსკაროსანი მსახიობი ვარცხნილობასა და მაკიაჟზე ეზრუნა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფანებსა და ფოტოგრაფებს მისი ცნობა არ გაძნელებიათ.
ცნობილია, რომ მრავაწლიანი პაუზის შემდეგ ქეით უინსლეტი კვლავ ჯეიმს ქამერონთან ითანამშრომლებს და ის „ავატარის“ მეორე ნაწილში გამოჩნდება.