LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია თამამი ჩაცმულობისთვის გააკრიტიკეს (ფოტოები)

73

ქეთა თოფურია ცოტა ხნის წინ გახდა დედა, თუმცა, ის უკვე დაუბრუნდა აქტიურ სამუშაო განრიგს. ამ დღეებში მომღერალი ერთ-ერთ რუსულ დაჯილდოების ცერემონიას სტუმრობდა, რომელზე მისული მომღერალიც თამამი ჩაცმულობისთვის გააკრიტიკეს.

ფოტოს, რომელიც რუსული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საკუთარ გვერდზე განათავსა, აქტიური დისკუსიები მოჰყვა. მომხმარებლების ნაწილი თვლის, რომ ახალგაზრდა დედისთვის მსგავსი ჩაცმულობა უადგილოა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქეთას ღონისძიების დრეს-კოდის შესაფერისად ეცვა.

კაბა თავად ქეთას დიზაინერული ნამუშევარია. შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ცოტა ხნის წინ ძალები მოდის სფეროშიც მოსინჯა. მისი პირველი ჩვენება მოსკოვის Mersedes Fashion Benz Show-ზე შედგა.

 

small_3a2808e82d45df0dcc318c87c54e793a

small_62367b09b12d7962ed9caca35606ea54

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები