LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ქარდავა: მკერდის სიმსივნის დიაგნოზით, დიაბეტით და ასთმით კორონას ისე დახვდა, რომ ჰოსპიტალშიც არ გამხდარა მისი გადაყვანა საჭირო! აი, ასე იცავს ვაქცინა!

2748
BeFunky-collage (9)

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთებამდე, მოსაცდელ ოთახში რამდენიმე თვის წინ გაცნობილ ადამიანზე წერს და მის მაგალითზე, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“ამ უცნობ ქალბატონთან ერთად რამდენი თვის წინ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა გავიკეთე. რიგში ერთად მოგვიწია დგომა და აცრის შემდეგ მოსაცდელშიც 30 წუთი კორონაზე საუბარს დავუთმეთ.

შესაძლო გვერდითი მოვლენებზე დარდობდა, ცოტა შეშინებული იყო და თან ამბობდა, რომ აუცრელს კორონა აუცილებლად დაამარცხებდა. ერთმანეთს შევუძახეთ ?, ტელეფონები გავცვალეთ და ყველას ჯანმრთელობა ვუსურვეთ. დღეს ეს ქალბატონი დამიკავშირდა და გამარჯვების შესახებ მიამბო.

მკერდის სიმსივნის დიაგნოზით, დიაბეტით და ასთმით კორონას ისე დახვდა, რომ ჰოსპიტალშიც არ გამხდარა მისი გადაყვანა საჭირო!!!! აი, ასე იცავს ვაქცინა !! დიდხანს სიცოცხლე ამ ქალბატონს ❤️და თქვენ!! აიცერით❤️”,- წერს ქეთევან ქარდავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g