თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 11 ეკიპაჟი მუშაობდა. უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.