LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დევდარიანი: პროპაგანდა დაიწყეს, ბიძინა ივანიშვილმა ომი რომ არ დაიწყო ამიტომ დაასანქცირეს, სიყვარულისთვის დასაჯესო..დაგვისახელონ ერთი ქვეყნის ლიდერი, რომელიც უკრაინასთან ომში არჩართვისთვის დაასანქცირეს?

308
ქეთი დევდარიანი

„პროპაგანდა დაიწყეს, ბიძინა ივანიშვილმა ომი რომ არ დაიწყო, მაგიტომ დაასანქცირესო.

სიყვარულისთვის დასაჯეს. წამებული გამოიყვანეს, ეს ყველა ჩვენი წამებულის შეურაცხყოფაა,“ – ამის შესახებ ქეთი დევდარიანი აცხადებს.

როგორც დევდარიანი აღნიშნავს, 2028 წელს რომ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ეს თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც კი აღარ სჯერათ.

„დაგვისახელონ ერთი ქვეყნის ლიდერი, რომელიც უკრაინასთან ომში არჩართვისთვის დაასანქცირეს. აი რომელმა ქვეყანამ გახსნა მეორე ფრონტი მაგალითად, ჩვენ გვთხოვდნენ მაინც და მაინც? მაგარი არმია გვყავს, ჯარი, ყველას მოვერეოდით და რუსების ყურადღება ჩვენზე გადმოვიდოდა, თუ რატომ გვთხოვდნენ ამას?

და მეორე კითხვა, 2028-ში შევალთო რომ გვატყუებენ კიდე, ამას მგონი მათი მხარდამჭერებიც კი ძალითაც აღარ „ჭამენ“, 2028 წელს კაცებს აღარ გაათხოვებენ?

2024-შია მარტო კაცების გათხოვების საფრთხე? თუ უკვე ყველა გათხოვილი იქნება და ჩვენ ღირსებით შევაბიჯებთ ევროპაში…

კალაძის ზილინა რომ არის მოწყობილი, იქ რომ არ მიიყვანეს თავიანთი შვილები ქოცებმა, იქ მივხვდი, რომ აღარ არსებობენ გულწრფელი ქოცები,“ – აღნიშნა ქეთი დევდარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g