LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დევდარიანი: „უპატრონობის, უვიცობის, მოუვლელობის, კორუფციის, აცრის ჩავარდნილი კამპანიის, კონფორმიზმის და ქოცობის გამო 9000 ადამიანია უკვე კორონით მკვდარი…“

610
ketidevdariani

„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში აჯამებს „ქართული ოცნების“ ცხრაწლიან მმართველობას და წერს:

„ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში წამოწოლისა და მაყუთის კეთების  ცხრაწლისთავზე, მას შემდეგ, რაც:

წამლები და პროდუქტი გაძვირდა.

ხალხი კიდევ უფრო გაღატაკდა, გაუბედურდა, დაავადმყოფდა.

უპატრონობის, უვიცობის, მოუვლელობის, კორუფციის, აცრის ჩავარდნილი კამპანიის, კონფორმიზმის და ქოცობის გამო  9000 ადამიანია უკვე კორონით მკვდარი.

უცხოელ ტურისტებს ქუჩაში ხოცავენ.

მოქალაქეებზე თავად ოცნება ძალადობს ჯიბის ზონდერებით, ქურდებით, კრიმინალებით.

აფინანსებენ ძალადობას ჟურნალისტებზე. საკუთარ  გოშიებს კი „მედია-კრიტიკას“ აწერინებენ.

იჭერენ სრულიად უდანაშაულო, ხანში შესულ ადამიანებს და სვამენ ციხეში. მანიპულირებენ იმით, რომ ხალხმა არ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია და შეჭამს ყაყას, რომელსაც ოცნება აწვდის, როგორც “ისტორიულ სიმართლეს”.

მდიდრდებიან ივანიშვილის ღობის მლოკავები

ვისაც საგარეო პოლიტიკა აინტერესებს და ორი წინადადების თავის ატკიების გარეშე წაკითხვის უნარი აქვს, იმან იცის, რომ საქართველოს ნელი, მომენტებში კი ხისტი რუსეთიზაცია  მიმდინარეობს.

და ამ ფონზე, ოცნება ხალხს სთავაზობს ნაცების დასრულებას.

მნიშვნელოვანი სიახლე მათ პროგრამაში!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g