მსახიობი ქეთი კანტიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ფულზე საუბრობს და ამბობს, რომ ვალით მშვენივრად ცხოვრობს: „ვგიჟდები ვალზე, რა არის მის გარეშე ცხოვრება? გგონიათ, ვხუმრობ? იუმორით კი არ მითქვამს, მართლა მთელი ცხოვრებაა, ბანკის ვალი მაქვს და ვცხოვრობ მშვენიერი ხასიათით, მაქვს იმის საშუალება, რასაც ვიღებ, გადავიხადო კიდეც და ვიხდი. ასე რომ, ვალი სულ მაქვს…
გული თუ შეგიგროვებიათ კონკრეტული მიზნით?
კი, ერთხელ 100 000 დოლარი დავაგროვე )იცინის). სინამდვილეში მართალს ვამბობ. ბანკში ვაგროვებ ხოლმე და მერე იქიდან ვიღებ (იცინის). ბანკი მინახავს ფულს, მერე მე მივალ და მაძლევენ (იცინის).