LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ლობჟანიძე: “არაადეკვატურია ყველა ჩემი კოლეგა, რომელიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება!..”

133
ქეთი ლობჟანიძე

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს იმ არაადეკვატური დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ვაქცინის მოწინააღმდეგე მის კოლეგებს აქვთ.

გთავაზობთ სტატუსს:

“ადამიანს ცეცხლი უკიდია, საშინელ ტკივილს განიცდის, სიკვდილს უყურებს თვალებში, გვერდით ცივი წყალი უდგას და არ ისხამს იმის შიშით, რომ შეიძლება გაცივდეს, ბრონქიტი დაემართოს, რომელიც პნევმონიით გართულდება, თან სტაფილოკოკურით, რაც ფილტვის ქსოვილის დაშლას გამოიწვევს, რისთვისაც დაჭირდება ძლიერი ანტიბიოტიკი, რომელზეც შეიძლება ალერგიული რეაქცია განუვითარდეს კვინკეს შეშუპებით, სასწრაფომ დააგვიანოს, ვერ უშველოს და შედეგად დაიღუპოს.., ამასობაში კი იქცა ფერფლად!

ზუსტად ასეთი არაადეკვატურია ყველა ის კოლეგა, რომელიც ახლა ვაქცინაციას ეწინააღმდეგება!

დღეს კლავს ეს ვირუსი, უკვე ყველგანაა, ჩვენ ირგვლივ ხალხი შეიწირა, თითქმის წელიწადი გავიდა, რაც კარჩაკეტილობაში, პერმანენტულ სტრესსა და დაძაბულობაში ვცხოვრობთ, ძლივს როგორღაც გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე ამ ვაქცინის სახით (ეფექტურობა 95%, მინიმალური გვერდითი მოვლენები, იმუნიტეტი სავარაუდოდ ერთი წელი მაინც, თუ მეტი არა) და ესენი შეთქმულების თეორიებზე ბჭობენ!..

თუ ფრანგებზე ვიღებთ სწორებას, ყოფით კულტურაში მივბაძოთ, მათი პარანოიის გადმოღება არ ღირს! ამათი შემყურე პასტერი საფლავში ბრუნავს!..”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები