LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ლობჟანიძე: „აეკრძალა მავნებლური საქმიანობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ჰაერში ქნევით აღარ ურყევენ ტვინს ჩვილ ბავშვებს!..“

390
ketilobjanidze

ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ერთი წლის წინ, მან ერთ-ერთი ჯგუფის წინააღმდეგ გაიბრძოლა, სადაც ანტივაქსერებთან ერთად გაერთიანებული იყვნენ ქეთინო მერებაშვილის ე.წ. მაუგლის მეთოდის მიმდევრები, რომელიც ბავშვების მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს იყენებდა და ეს მეთოდი მიუღებელი აღმოჩნდა ქეთი ლობჟანიძისთვის.

ის წერს:

„ეს იმ ციკლიდანაა, ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი, თუ შედეგს ვერ მივაღწევთ, რამდენიმე ადამიანს მაინც დავაფიქრებთ და თუ ესეც არ მოხდა, ადამიანურ ვალს მოვიხდით უსამართლობასთან ბრძოლით! მადლობა ჩვენს მედიას, ოპერატიულად და მასიურად რომ აიტაცა ეს თემა! საბოლოოდ შედეგი დაიდო, აეკრძალა მავნებლური საქმიანობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ჰაერში ქნევით აღარ ურყევენ ტვინს ჩვილ ბავშვებს!

ჯერ საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ამ ბავშვის ადგილას და მერე ყველაზე დაუცველი, სუსტი, მყიფე არსება, რომელიც მკვეთრ მოძრაობაზე ან ხმაურზეც კი კრთება, რომელიც ჩვეული, კომფორტული საშვილოსნოსშიდა გარემოდან გარეთ გამოვიდა და ახალ, სრულიად უცნობ სამყაროსთან უწევს შეგუება. პირველი ორი თვე მან მშობლების მკერდზე უნდა გაატაროს დღის უდიდესი ნაწილი და ნელ-ნელა, სტრესის გარეშე შეეგუოს ახალ გარემოს!

ექიმობაც კი არაა საჭირო იმის გასააზრებლად, თუ რა ბარბაროსობაა ასახული ამ ფოტოზე და მისი მშობლები სათითაოდ მემუქრებოდნენ სასამართლო პროცესით მათი შვილის სურათის გაზიარებისთვის. ავუხსენი, რომ სოცქსელში გამოქვეყნებული ფოტოს გამოყენება არ იკრძალება და მათ შვილს ვიცავდი, მაგრამ არ დამიჯერეს და დავბლოკე. ახსნა ერთჯერაც საკმარისია, თუ გაგების მზაობაა!

ახლა ეს მანიპულატორი ანტივაქსერი გურუები გვყავს დასამარცხებელი და არასდროს დამთავრდება ჩვენში სექტანტობა, სანამ განათლების დონე არ ამაღლდება!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები