LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ლობჟანიძე თინა თოფურიაზე: „რამდენი ბავშვი გაწირა, დავიწყებული დაავადებები შემოაბრუნა, რომ ჯიბე გაისქელოს…“

10260
ketilobjanidze

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე ჰომეოპათ თინა თოფურიას ანტივაქსერულ გამოსვლას ეხმიანება „პრაიმშოუში“ და აღნიშნავს, რომ ეს ქალბატონი საქართველოში დავიწყებულ დაავადებებს აბრუნებს.

„ღმერთო, ეს რა ვნახე!

თინა თოფურია დაუსვიათ ეთერში და მის მავნებლურ ლოგორეას ტირაჟირებენ!..

ქალი მთელი ცხოვრება ვაქცინაციას ებრძვის, რომ თავისი ჰომეოპათიური სისულელეები გაასაღოს და ჯიბე გაისქელოს, ამისთვის დავიწყებული დაავადებები შემოაბრუნა საქართველოში, რამდენი ბავშვი გაწირა და ამ ფონზე უსირცხვილოდ გამოაცხადა, ისე ველოდი ვაქცინის გამოჩენას და არსად წერია, უშვილობას რომ არ იწვევს!

ანუ რა დონის მზაკვრობაა, ხვდებით ხომ, ეს რომ მოუთმენლად ელოდა ვაქცინას(!) და მერე ისეთი არგუმენტი მოჰყავს, რომლის გაბათილებაც ამ ეტაპზე უბრალოდ  შეუძლებელია! ქართველების მასობრივ გადაშენებაზე მუშაობს ეს კაბიანი გებელსი და ტვ ეთერს უთმობს ვაქცინაციისადმი ისედაც ტოტალური ნიჰილიზმის ფონზე!

ასე ჩვენ ვერასდროს დავამარცხებთ პანდემიას და ვინც გადაურჩება ამ უბედურებას, ტვ-ებს უნდა მოუწყოს სასამართლო პროცესი! თოფურიას რა ენაღვლება, აიყოლა სექტა და აიწყო ბიზნესი!

ეს და ქეთინო-მაუგლი შემიწირავენ მე!“

ეკატერინე ბერიშვილი: „ეს ქალბატონი არის ჩვეულებრივი მჩხიბავი, შარლატანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიცინასთან და მით უმეტეს, მეცნიერებასთან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g