იმედა კახიანი შვილიშვილთან ქეთო თოფურიძესთან ერთად „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ ესტუმრა.
ქეთო თოფურიძე თავის ბაბუას, იმედო კახიანს ?
„მინდა გითხრა,რომ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ და განსაკუთრებულად მიყვარხარ“ – ქეთო თოფურიძე თავის ბაბუას, იმედო კახიანს ?
#ჩვენიოჯახი – 02/26/23
Posted by ჩვენი ოჯახი on Sunday, February 26, 2023
როგორც ქეთო ამბობს, იმედა ძალიან ყურადღებიანია და არასდროს ყოფილა მკაცრი:
„ცდილობს, რომ შენიშვნა არ მოგვცეს და პრობლემიდან გამოსავალი ნახოს. გვიდგება ლიბერალურად. არ არსებობს, გადაცდეს ათ საათს და არ დარეკოს სამივესთან, არ გვკითხოს, მივედით თუ არა სახლში. თავისი კონკრეტული დრო აქვს და ერთად რომ ვართ ხოლმე მე, ნინი და ანასტასია, ვიცით, რომ ამ დროს დარეკავს, იმედას დროა. პირდაპირ მინდა ვუთხრა, რომ განსაკუთრებულია და მიყვარს ყველაფრისთვის და მადლობელი ვარ… მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ! უძვირფასესი ბაბუაა…“