LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქიმიოთერაპიის დასრულებიდან ორ კვირაში, ულამაზესი ბიანკა ბალტი წითელ ხალიჩაზე დაბრუნდა

314
ბიანკა ბალტი

ბიანკა ბალტი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავ ტყავის ქურთუკსა და შავ კლასიკურ შარვალში, როცა ის „ვენითი ფეარის“ წვეულებას დაესწრო. 40 წლის ლამაზმანმა სიმსივნე ცოტა ხნის წინ დაამარცხა და ახლა რემისიის ეტაპზეა. მან ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შესახებ განცხადება 27 იანვარს გაავრცელა და სიმსივნესთან ბრძოლის ურთულეს გზაზე ისაუბრა. მოდელმა თქვა ისიც, რომ სწორედ დიაგნოზის გამო, მას თანამშრომლობაზე ბევრმა კომპანიამ უარი განუცხადა.

ქიმიოთერაპიის შედეგად გაცვენილი თმის დასაფარად, ბიანკამ შავი ფერის ანსამბლს თავსაბურავი და დიდი ზომის საყურეები შეუხამა. ის გასაოცრად ლამაზი იყო, როცა ფოტოგრაფებისთვის წვეულების წითელ ხალიჩაზე პოზირებდა.

„ამ გამოწვევამ სიცოცხლე უფრო შემაყვარა” – ბიანკა ბალტიმ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები