სულ მცირე 58 გარდაიცვალა და ათობით დაიჭრა სირიაში მდებარე ქალაქში, სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
იდლიბს ამბოხებულები აკონტროლებენ.
ადამიანის უფლებების სირიული ცენტრი, რომელიც ლონდონში მდებარეობს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ დარტყმები სირიის ხელისუფლებამ და რუსულმა სამხედროებმა განახორციელეს, რის შემდეგაც ხალხს სუნთქვა გაუჭირდა.
სირიის ხელისუფლება მსგავსი იარაღის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. ამ რაიონში შეტევების განხორციელებას არ ადასტურებს არც რუსეთის თავდაცვის უწყება.
თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ქიმიური თავდასხმა იქნება სირიაში.