LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქლოე კარდაშიანის ქმარი ბორდელში უგონო მდგომარეობაში იპოვეს

111

ქლოე კარდაშიანის ყოფილი ქმარი, კალათბურთელი ლამარ ოდომი ამჯერად საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის სამედიცინო დაწესებულებაში ბორდელიდან გადმოიყვანეს. როგორც Bunny Love Ranch-ის მფლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლამარმა ბორდელში რამდენიმე დღე გაატარა. მისივე თქმით, ლამარი ცოტას სვამდა, არ იღებდა ნარკოტიკებს და დროს ატარებდა გოგონებთან ერთად.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ დაწესებულებაში ყოფნისას ლამარი ვიაგრას იღებდა, ასევე ცნობილი ხდება, რომ იმ ღამეს, როცა გოგონებმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მასთან ერთად გოგონა იყო, რომელმაც ის დილით მარტო დატოვა ოთახში. ცნობილი ხდება ისიც, რომ ლამარ ოდომი ამჯერად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. კარდაშიანების ოჯახი სრული შემადგენლობით ლას-ვეგასის საავადმყოფოში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები