LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქლოი კარდაშიანის ქალიშვილის გრანდიოზული დაბადების დღე – თრუ 1 წლის გახდა (ფოტო)

1116
True-celebrates-first-birthday-mama-khloe-pp-

12 აპრილს, ქლოი კარდაშიანისა და ტრისტან ტომპსონის ქალიშვილი, თრუ 1 წლის გახდა.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური წყვილმა პატარას დიდებული დღე მოუწყვეს და სტუმრებს მილიონი თეთრი ვარდითა და ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სახლში უმასპინძლეს.

თუ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, უნდა აღინიშნოს, რომ პირველმა დაბადების დღემ გოგონასთვის უდავოდ გრანდიოზულად ჩაიარა.

 

 

 

თრუს დღეობაზე, უამრავი საჩუქარი აჩუქეს, თუმცა მათ შორის თვალშისაცემი Judith Leiber-ის ექსკლუზიური კლაჩი აღმოჩნდა, რომელიც სპეციალურად მისთვის, ბებიამ, კრის ჯენერმა შეუკვეთა. გაირკვა, რომ ორიგინალური აქსესუარი 5 695 დოლარი დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ თრუ ქლოი კარდაშიანისთვის პირველი, ხოლო ტრისტან ტომპსონისთვის მეორე შვილია. წინა ურთიერთობიდან, კანადელ კალათბურთელს 2 წლის ვაჟი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები