LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

352
ავარია

ქობულეთი – ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, სოფელ ხუცუბანთან მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g