LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

35

ქობულეთის შემოვლითი გზის (მეორე ლოტის) 18-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი, ორი გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი ხიდი, რომელიც ახალი ტექნოლოგიით –  ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით მოეწყობა.

”ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა როგორც რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლის ახალ ავტომაგისტრალზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც” – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079 ლარია.

magti 5g