LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში 12 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ჰოსპიტალში გადაიყვანეს

69

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის თორმეტი მეშვიდეკლასელი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მადონა გოგიტიძის, განცხადებით, ბავშვები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.

გოგიტიძის თქმით, ბავშვების ნაწილს წყალი, ხოლო დანარჩენებს საკვები ჰქონდა მიღებული.

„ქობულეთის მეორე საჯარი სკოლის მეშვიდე კლასის 12 მოსწავლე ქობულეთში რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისინი თავს კარგად გრძნობენ. დილით მათ განაცხადეს, რომ მუცლისა და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. მათივე თქმით, ნაწილმა წყალი, ხოლო სხვებმა საკვები მიიღეს. არ ვიცი, ჯერჯერობით რამ გამოიწვია ეს სიმპტომები. ბავშვები კარგად არიან, ეტაპობრივად ისინი სახლში გაეწერებიან,“  აცხადებს მადონა გოგიტიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g