LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში 14 წლის მოზარდი, რომელმაც შესაძლო ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, დაკრძალეს

154
BeFunky-collage

ქობულეთში 14 წლის გოგონა დაკრძალეს. არსებული ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ ბავშვმა თავი მოიკლა. საქმეზე დაკავებულს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას გამოძიება 2 მუხლით ედავება, ერთი ეს არის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი და მეორე თვითმკვლელობამდე მიყვანა.

14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა: სალომე ზურაბიშვილი

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან  რაიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი. ის ამბობს, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა ოჯახის წევრების, კონკრეტულად კი ბაბუის ნათესავების მხრიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დატრიალებულმა ტრაგედიამ სისტემაში არსებული ხარვეზები გამოკვეთა.

საქართველომ უნდა გამოიყენოს საერთაშორისოდ დანერგილი სექსუალური ძალადობის სტანდარტები: გვანცა საკანელაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები