მესამე დღეა ქობულეთში სოფელ ლეღვაში გაუჩინარებულ 22 წლის გიგა გოგიტიძეს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ახალგაზრდის გაუჩინარების ფაქტზე უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
22 წლის მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახს ვერსიები არ აქვს.