LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა – დაკავებულია ერთი პირი

146
დაკავება

8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1990 წელს დაბადებული პირი:

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი – 1960 წელს დაბადებული თ.ქ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები