ქობულეთში საკონდიტრო ქარხანა აშენდება, რომელის 2 160 ტონა პურს და საკონდიტრო პროდუქციას აწარმოებს. პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“-ს ერთ ლარად 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა.
ნაკვეთი 80 000 ლარად არის შეფასებული და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში მდებარეობს.
კომპანია საწარმოს შესაქმნელად 320 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ქონების გადაცემიდან ორი წლის ვადაში მაკარონის ნაწარმის, პურის, ცომეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ანალოგიური პროდუქტების გამოშვებას გეგმავს.
საწარმოში თავდაპირვალდ 30, ხოლო საბოლოო ჯამში, 160 ადამიანი დასაქმდება.