ქობულეთში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.