ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში ყოფით ნიადაგზე დაპირისპირების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაშავებული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
შემთხვევა 6 ივნისს მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.