სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა ქობულეთში მოხდა.
დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს, მას სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან მალევე გაწერეს.
არსებული ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც ინციდენტი მოხდა. მამაკაცი, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.