LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულია საბანკო რეგულაციებზე: ეს პრინციპულად სწორია

274
1

ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია. ძირითად მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საბანკო რეგულაციები მოსახლეობის განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ფენის დაცვას ემსახურება.

“ეს რეგულაციები სწორია და ემსახურება იმას, რომ დავიცვათ მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი შრეების გაუაზრებელი კრედიტისგან. ამ მიმართულებების შიგნით, რა თქმა უნდა, გავდივართ კონსულტაციებს რეგულარულად, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ბანკებთან. დღესდღეობით განვიხილავთ იმ მცირე დარეგულირების საშუალებებს, რაც მოგვცემს საბანკო რეგულაციების უფრო ოპტიმალურ შედეგს. საუბარია კოეფიციენტების დარეგულირებაზე და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო, მათ შორის მოსალოდნელი იყო ზემოქმედება სამომხმარებლო საქონლის და ვაჭრობის სექტორზე. თუ ეს ზემოქმედება არ იქნებოდა, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ რეგულაციებს? რეგულაციების შემოღების შედეგებს ყოველთვის ვაკვირდებით და არაა უცნაური, რომ შესაძლოა, გარკვეული კორექტირებები შევიტანოთ, მაგრამ მიმართულებრივად არაფერს არ ვცვლით,” – განაცხადა ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g