აქტიური თუ პასიური ცხოვრების მქონეებს, დასვენება და ყველასგან შორს ყოფნა ზოგჯერ ყველას სჭირდება. ზაფხულის შემდეგ აქტიურ ცხოვრებას დაბრუნებულებს, მშვიდი უიქენდის გატარება ბუნებაში მით უმეტეს არავის აწყენს.
“ფორტუნამ” შეაგროვა ქოხები თბილისთან ახლოს, რომლებიც სწორედ ამ მიზნით ქირავდება.
ეს ადგილი თბილისთან, კერძოდ კი ოქროყანასთან მდებარეობს. გარდა იმისა, რომ მყუდრო ქოხში განმარტოებას და დასვენებას შეძლებთ, მისი მეპატრონეები მსურველებს სხვადასხვა მომსახურებასაც სთავაზობენ. მაგალითად, ქორწილს ან სხვა ტიპის წვეულების მოწყობას.
ბუნებაში, ყველაფრისგან შორს განთავსებული კეთილმოწყობილი ქოხი ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა.
თუ კიდევ უფრო მოშორებით გინდა წასვლა, შეგიძლიათ “სადმე”-ს ეწვიოთ.
სიონშის ტბის, ტრიალ მინდორზე მდგარი ეს კოტეჯი სტარტაპის ფარგლებში აშენდა.
ეს ქოხიც, როგორც განმარტოებისთვის, ისე წვეულებისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ამ სახელწოდების რესტორანი ალბათ ბევრს სმენია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ თუ ამ ხიდს გადაკვეთს, პატარა ქოხებს მიადგება, რომლებიც ქირავდება.
ეს ქოხები გარესამყაროს ამ ხიდით უკავშირდება და საზოგადოებისგან არც ისე მოწყვეტილია, თუმცა ამას თავისი პლუსი აქვს… ხიდი ხომ რესტორანთან გაკავშირებთ.
ეს კი ორბეთის მწვანე სივრცეა – ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე გარემოში მოწყობილი სივრცე მასპინძლობს, როგორც კორპორატიულ ღონისძიებებს და ექსკურსიებს, ისე ქორწილებს, წინასაქორწინო წვეულებებს, დაბადების დღეებს, კარვების ტურს, კინოჩვენებებს და მუსიკალურ ღონისძიებებს.
ეს ადგილი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს.