36 წლის ქორთნი კარდაშიანი, რომელიც სამი შვილის დედაა ამჯერად საკუთარი ფოტოსესიით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მან ახალი სეზონის პრომოსთვის გაიხადა და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ეს იდეა კარდაშიანების პატარა დას, კენდალ ჯენერს ეკუთვნის, რომელიც თვლის, რომ ქორთნი საკმაოდ სექსუალურია და მოვიდა დრო მან ეს დაამტკიცოს.
კიმ და ქლოე კარდაშიანებისგან განსხვავებით, ქორთნი ნაკლებად სკანდალური და რეიტინგული ფიგურაა ოჯახში, თუმცა ახალი სეზონის თიზერიდან ჩანს, რომ მომდევნო წელს მედიის მთავარი თემა 36 წლის ქორთნი კარდაშიანი გახდება.