LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილი ვენეციაში – ანია ტეილორ-ჯოისა და მალკოლმ მაკგრეის უახლესი ფოტოები

247
page

„ლაზიერის გამბიტის“ ვარსკვლავი, ანია ტეილორ-ჯოი თავის რჩეულზე, მუსიკოს, მალკოლმ მაკგრეიზე დაქორწინდა. მოკრძალებული ცერემონიალი ვენეციაში გაიმართა. ქორწილს სულ 150 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ჯოის მეგობრები, კარა დელევინი და ჯულია გარნერი. ახლახან ინტერნეტსივრცეში ვენეციიდან მორიგი ფოტოები გავრცელდა.

ვენეციის აივანი, ჩიტის ნაქარგებით გაფორმებული კაბა და ვინტაჟური განწყობა – ანია ტეილორ-ჯოის მოკრძალებული ქორწილი

მსახიობმა ცერემონიალზე ორი საპატარძლო კაბა მოირგო. პირველი გახლდათ გრძელი, კრემისფერი კაბა, რომელსაც მკერდზე ჩიტი ჰქონდა ამოქარგული. მეორე კი მოკლე, თეთრი კაბა. სწორედ აღნიშნული „ლუქით“ პოზირებდა ვარსკვლავი საყვარელ მამაკაცთან ერთად ნავში.

„ყველაზე გამორჩეული კაბა“ – ანია ტეილორ ჯოი გამჭვირვალე კაბითა და ბრილიანტის ყელსაბამით წითელ ხალიჩას იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები