მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი საკუთარ ქორწილში ყავარჯნებით მივიდა.
ტრავმა – სიყვარულის წინაღობა არ არის.
ნოიერი 24 წლის სტუდენტზე, ნინა ვაისზე დაქორწინდა. 31 წლის გოლკიპერის ქორწილი იტალიაში, ქალაქ ბარის სიახლოვეს ჩატარდა.
მანუელს ჯერ არ მოურჩენია ტრავმა და ამიტომ ყავარჯნების გამოყენება უწევს.
შეგახსენებთ, ნოიერმა ფეხი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეალთან“ თამაშის დროს მოიტეხა და წესით მწყობრში სექტემბრისთვის უნდა ჩადგეს.