LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილია, ქორწილი: შვაინშტაიგერი და ივანოვიჩი შეუღლდნენ

129

ბასტიან შვაინშტაიგერი და ანა ივანოვიჩი დაქორწინდნენ.
გერმანელმა ფეხბურთელმა უამრავი მამაკაცის იცნება აისრულა.

სამოქალაქო ცერემონია გუშინ იტალიის წყლით გაჟღენთილ ქალაქ ვენეციაში ჩატარდა, დღეს კი ტაძარში ჯვარს დაიწერენ. სტუმართა სიაშია გერმანელი მოთხილამურე ფელიქს ნოიროიტერი, ”ბაიერნის” ყოფილი პრეზიდენტი ული ჰიონესი, ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, თანაგუნდელი ტომას მიულერი და რამდენიმე სხვა ფეხბურთელი.

ქორწილი 5 ივნისს ბელგრადში უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპის ჩემიონატის დასრულებას დაელოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები