ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ სააკაძესთან ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა. ერთმანეთს სამი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ნეფე- პატარძალი. ისინი საავადმყოფოში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.