LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინების ოქროს ბეჭედი 43%-ით გაძვირდა, გაძვირებულია ზამთრის ფეხსაცმელიც

2381
original

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა.

„თვის მიმოხილვაში“, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს, წერია, რომ ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ), ყველის გაძვირებამ იმოქმედა.

მნიშვნელოვანი იყო ბენზინის, ზეთის და ზამთრის ფეხსაცმლის გაძვირებაც. თითოეული ამ პროდუქტის ფასის მატების გავლენამ ინფლაციაზე 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია ვაშლის გაიაფებამ.

ოქტომბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.5 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, ზეთზე, პურზე და ლობიოზე – 0.7 პპ. სხვა პროდუქტებიდან წლიურად 13.5 პროცენტით – სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ) და, მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული, ქორწინების ოქროს ბეჭდის 43.2 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ) გამოსარჩევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g