11-17 მაისს მსოფლიო ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულს (International Coaching Week – ICW) აღნიშნავს.
ICF საქართველოს ჩაპტერი ამ გლობალურ ინიციატივას 12 მაისს უერთდება, რათა წარმოაჩინოს პროფესიული ქოუჩინგის ტრანსფორმაციული ძალა და მისი გავლენა პიროვნულ თუ ორგანიზაციულ ზრდაზე.
2026 წლის კვირეულის მთავარი თემაა: „გაძლიერება. შთაგონება. აღიარება.“
კვირეულის ფარგლებში ICF საქართველო დაინტერესებულ პირებს, ბიზნეს ლიდერებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს – ვორქშოპებს, ვებინარებსა და დემო სესიებს, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებული ქოუჩები გაუძღვებიან.
„წლევანდელი თემით – „გაძლიერება, შთაგონება და აღიარება”- გვინდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ თითოეულ ადამიანს და გუნდს შეუძლია, სრულად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. ქოუჩინგი ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები იაზრებენ საკუთარ რესურსებს, იღებენ გაცნობიერებულ გადაწყვეტილებებს და თავად ხდებიან ცვლილებების ინიციატორები“, – აცხადებს ICF საქართველოს ჩაპტერის პრეზიდენტი ირმა გურამიშვილი (PCC).
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია:
- სადემონსტრაციო ქოუჩ სესიები;
- საჯარო ლექციები – ქოუჩინგის გავლენა ლიდერობასა და ორგანიზაციულ კულტურაზე;
- პრო ბონო სესიები – ინდივიდუალური შეხვედრები ICF პროფესიონალ ქოუჩებთან;
- პანელური დისკუსიები – ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით;
- მასტერკლასები – ქოუჩინგურ კომპეტენციებზე დაფუძნებული პიროვნული ზრდის შესაძლებლობა;
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია (ICF) პროფესიონალური ქოუჩინგის წამყვანი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც ადგენს დარგის ეთიკურ სტანდარტებსა და ხარისხის უმაღლეს ნიშნულს. ICF საქართველოს ჩაპტერი, როგორც ამ მასშტაბური ქსელის განუყოფელი ნაწილი, აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში პროფესიონალური ქოუჩინგის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას.
ღონისძიებების სრული პროგრამა და რეგისტრაცია: https://icf.ge/event.php?id=79
ICF საქართველოს შესახებ:
ICF საქართველო ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) ოფიციალური წარმომადგენლობაა, რომელიც ქვეყნის წამყვან პროფესიონალ ქოუჩებს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა საქართველოში ქოუჩინგის პროფესიის განვითარება, უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
