დღეს ყველა ქრისტიანი აღდგომას ერთად დღესასწაულობს.
აღნიშნულის შესახებ რელიგიის საკითხთა სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„დღეს ყველა ქრისტიანი აღდგომას ერთად დღესასწაულობს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ბაპტისტური თემი, სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ პროტესტანტული ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია“ წარმომადგენლობა საქართველოში ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების დღეს ზეიმობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს ყველა ქრისტიანს. ქრისტე აღდგა!“,- ნათქვამია განცხადებაში.