LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინა აგილერა გოგრების ბაზარზე

63

ყოველ წელს, ოქტომბრის ბოლოს ქრისტინა აგილერა თავის შვილებთან ერთად ფერმერების ბაზარზე მიდის, რომ ჰელოუინისთვის გოგრა შეარჩიოს. 36 წლის მომღერალმა ტრადიცია წელსაც არ დაარღვია.

Underwood Family Farms-ზე ვარსკვლავი ორივე პატარასთან ერთად მივიდა. მაქსი მომღერალს პირველი ქორწინებისგან ყავს, ხოლო სამერ რეინი ამჟამინდელი მეუღლისგან, მეტ რატლერისგან. ქრისტინას მეუღლეც ახლდა.

ქრისტინას ფანებმა აღნიშნეს, რომ მომღერალმა წონაში დაიკლო. თუმცა, მართლაც დაიკლო, თუ შავი სამოსის წყალობით გამოჩნდა გამხდარი, ამას მალე გავიგებთ. ვარსკვლავი პრემია AMA 2017-ზე იღებს მონაწილეობას, სადაც ფილმის „პირადი მცველის“ საუნდტრეკს, სურათის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეასრულებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები