მომღერალ ქრისტინე იმედაძის ქალიშვილი, ტაისია ჯაკობია წელს აბიტურიენტია.
ტაისიას ბოლო ზარზე დედასთან და ბებიასთან ერთად ცნობილი მსახიობი ია ფარულავაც იმყოფებოდა, რომელიც ქრისტინე იმედაძის მამიდაა. მან სამახსოვროდ მაისურზე ცნობილი გამონათქვამი –Veni, vidi, vici – (მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) – დაუწერა.
ცნობილია, რომ ტაისია მუსიკალური მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.



