,,ისანი მოლის’’ მშენებელი კომპანია შპს „ქროსი 2“ ახალ სავაჭრო ცენტრს რუსთავში გახსნის. მენეჯემენტის ინფორმაციით, ცენტრი დაახლოებით 7 000 კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული და მისი მშენებლობა სამ თვეში დაიწყება. ახალი ცენტრისთვის კომპანია 7 მილიონ ლარს დახარჯავს.
რაც შეხება კიდევ ერთ სავაჭრო ცენტრს, რომლის მშენებლობა მენეჯმენტმა რამდენიმე კვირის წინ დაანონსა. შპს „ქროსი 2“-ში განაცხადეს, რომ პროექტის განხორციელება რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს. თუმცა, სად განთავსდება რიგით მესამე სავაჭრო ცენტრი ჯერჯერობით უცნობია
რამდენიმე დღის წინ გახსნილი „ისანი მოლი“ შპს „ქროსი 2“-ის მიერ თბილისში 2015 წელს გახსნილი პირველი სავაჭრო ცენტრია. ცენტრში განთავსებულია სავაჭრო, კვების, ბიზნეს და გასართობი ობიექტები. ასევე სხვადასხვა მომსახურების პუნქტები.