„შერემეტიევოს“ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მესაზღვრეს ფულს სთავაზობდა, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„წინასწარი გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2019 წლის 9 იანვარს 10:20 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, საერთაშორისო აეროპორტი „შერემეტიევოს“ სასაზღვრო კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელს საქართველოს მოქალაქემ 50 ათასი რუბლის ოდენობის ქრთამი გადასცა არაკანონიერი ქმედებების განსახორციელებლად, რუსეთის ტერიტორიაზე ჩინეთის მოქალაქის შეშვებისთვის, რომელსაც აქამდე უარი ეთქვა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.
“რუსეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე შეატყობინეს,” – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.