LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში BMW-ს ახალი კუპეს პირველი კადრები გავრცელდა

59

ქსელში BMW-ს ახალი კუპეს პირველი კადრები გავრცელდა. მე-8 თაობის სერიული მოდელის ფოტო საავტომობილო გამოცემა „ავტორევიუმ“ მოიპოვა. სიახლის ოფიციალური პრემიერა კი სულ მალე, ლე-მანის სარბოლო ტრასაზე შედგება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტრეკზე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გერმანული მარკის M8 GTE-ს ავტომობილებიც გამოვლენ.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც რომ ლე-მანზე „რვიანის“ ტოპ-ვერსია M850i xDRive-ც გამოჩნდება. კუპე 530 ძალის 8 ცილინდრიან ძრავს და ავტომატურ გადაცემათა კოლოფს მიიღებს. ამ და ბევრ სხვა მოდიფიკაციასთან ერთად მოდელს სპორტული გამოშვებაც ექნება.

შეგახსენებთ, რომ პირველი პაპარაცული ფოტოები, რომელზეც BMW მე-8 სერიის ვიზუალი ჩანდა გასული წლის იანვარში გავრცელდა და ავტომოყვარულთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები