LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში ირინა შეიკისა და მისი ქალიშვილის ფოტოები გავრცელდა

86

მარტის ბოლოს მოდელი ირინა შეიკი დედა გახდა. მას შემდეგ ლამაზმანმა მალევე დაიბრუნა უწინდელი სხეული და კანის კინოფესტივალსაც დაესწრო, სადაც არაჩვეულებრივ ფორმებს გაუსვა ხაზი.

თავის ქალიშვილს, ლეა დე სენს ის გულმოდგინეს მალავს საზოგადოებისგან, თუმცა პაპარაცებმა ის შვილთან ერთად მაინც დააფიქსირეს. დასავლურ ტაბლოიდებზე გაჩნდა ფოტოები, სადაც ის საბავშვო ეტლთან ერთად არის გადაღებული. თავად ირინა სულ შავებში იყო გამოწყობილი, მზისგან დამცავი სათვალე ეკეთა, ხოლო ეტლის წინა ნაწილზე ნაჭერი ჰქონდა დაფარებული.

შეგახსენებთ, რომ  ირინას ორსულობის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლო გახდა, როდესაც ის Victoria’s Secret Fashion Show-ზე მონაწილეობდა და სადაც მისი წამოზრდილი მუცელი პირველად გამოჩნდა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ, შეიკი და მისი რჩეული, ბრედლი კუპერი დაქორწინებასაც გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები