კომპანია Skoda-მ სუპერკომპაქტური კროსოვერის ახალი გამოსახულება გამოაქვეყნა და სიახლე ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. მართალია, კროსოვერმა ბევრი განახლება მიიღო, თუმცა რამდენიმე სტილისტური გადაწყვეტილება მან ჰეტჩბეკ Scala-სგანაც ისესხა.
სიტყვა Kamiq ნიშნავს ნივთს, რომელიც თავისი პატრონისთვის იმდენად კომფორტულია, რომ მეორე კანივითაა. მწარმოებელსაც სწორედ იმის თქმა სურდა, რომ ახალი ავტომობილი სუპერკომფორტული იქნება.
ამასთან, ყველგანმავალი Skoda-ს ისტორიაში ყველაზე ხელმისაწვდომიც იქნება და იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვინც აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. კროსოვერი MQB-ს პლატფორმაზეა აგებული, რაც უკვე წლებია ჩეხური ბრენდის სავიზიტო ბარათადა ქცეული.