LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში Toyota Supra-ს პირველი კადრები გამოჩნდა

z4

საიტმა SuperMKV მოიპოვა ფოტო, რომელზეც სერიული Toyota Supra ასახული და მასზე სპორტქარი ტრანსპორტირების დროს, კამუფლაჟის გარეშეა გადაღებული. ოფიციალურად კი მოდელის პრეზენტაცია მხოლოდ მომავალ წელს, დეტროიტის ავტოსალონზე შედგება.

როგორც ფოტოში ჩანს, სერიული „სუპრას“ დიზაინი FT-1-ის კონცეპტზეა აგებული. მისი მთავარი მახასიათებელი კი Double-double-ს გადახურვა გახდა, რომელიც ავტომობილმა Zagato-სგან ისესხა. ახალი Toyota Supra BMW Z4-ის პლატფორმაზე აიგება, თუმცა მისგან განსხვავებული ძარა ექნება.

როგორც ცნობილია, სპორტქარის პირველი ვერსია B48D ვერსიის აგრეგატით აღჭურვეს და 2 ლიტრის მოცულობის ძრავი საკმაოდ ძლიერი გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g