გიორგი გაბუნიას რძალი, ჟურნალისტი ნია ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც მის მაზლის გარშემო განვითარებული მოვლენები გაუხარდათ.
უნდა დადგინდეს დამკვეთი: მოითხოვს თუ არა საქართველო რამზან კადიროვის დაკითხვას – რა უნდა ქნას გაბუნიამ და რა ქვეყანამ
“ვისაც ოდნავ მაინც გაგეხარდათ გუშინდელი ამბავი , ფრენდლისტიდან დახვევაც კი არ უშველის ამას!!!!
ქუჩაშიც რომ შემხვდეთ თქვენი გამარჯობაც არავის სჭირდება…
ცოტა უკვე ძააან @&-/)- – ბი ხართ” – წერს ნია.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
მისივე ინფორმაციით, ჟურნალისტის ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა რუსეთის პრეიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებისთვის დაუკვეთა.