LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩები, სადაც ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: „ყველა მთავარ გზაზე გვაქვს აზოტის ჟანგეულების გადაჭარბება“

229
ჰაერის დაბიძნურება

„დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება. ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია, მათ შორის, მელიქიშვილის, პეკინის, დადიანის, ქეთევან წამებულის გამზირებზე“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და რიგ შემთხვევაში, აზოტის ჟანგეულების ორჯერადი გადაჭარბებაც კი ფიქსირდება.

მეგრელიშვილის განცხადებით, 2022 წლიდან, კონცენტრაციების მატება ცალსახად ფიქსირდება, რაც ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

მისი თქმით, 2022 წელს, რეკრეაციულ ზონაში, პირველად ჰაერის ხარისხის ნორმის გადაჭარბება, კერძოდ დაფიქსირდა, 9 კი აპრილის პარკში.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ჰაერი დაბინძურებულია?

ამ დღეებში თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერში მტვრის მასები ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან 18 იანვრიდან ვრცელდება.

„ჰაერის დაბინძურების კუთხით ორი პრობლემური დამბინძურებელი გვაქვს. მყარი ნაწილაკები და აზოტის ჟანგეულები. ამ შემთხვევაში სწორედ აზოტის ჟანგეულებზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ, რომ ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვთან პირდაპირ კავშირშია.

ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ აზოტის ჟანგეულებით გვიფიქსირდება, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ყოველდღიურად ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილი გადაადგილდება.

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა, არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მაგალითისთვის, რუსთაველის გამზირზე გვიფიქსირდება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, შემდეგ მელიქიშვილი, პეკინის გამზირი, დადიანის გამზირი, ქეთევან წამებულის გამზირი და ა.შ.

ანუ, ყველა მთავარ გზაზე გვაქვს აზოტის ჟანგეულების გადაჭარბება, რიგ შემთხვევაში ორჯერადი გადაჭარბებაც კი გვიფიქსირდება. 2022 წელს, პირველად დაგვიფიქსირდა ნორმის გადაჭარბება რეკრეაციულ ზონაში. ეს არის 9 აპრილის პარკში, რაც მანამდე არ იყო,“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ 2019 წლიდან კონცენტრაციების ძალიან მცირედი, მაგრამ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. მეგრელიშვილის თქმით, ეს იმის შედეგია რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ტექნიკური დათვალიერება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და ა.შ.

ნინო ჩხობაძე: ქალაქში ჰაერის განიავება არ ხდება – ჰაერის დამაბინძურებელი ყველაზე დიდი წყარო ტრანსპორტია

„თუმცა 2022 წელს ცალსახად, გვაქვს მატება ამ კონცენტრაციების, რაც პირდაპირ კავშირშია, როგორც აღმოჩნდა, ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან“, – აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ავტოპარკს გააუმჯობესებს, რის შედეგადაც მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვი შემცირდება.

„მომავალი წლიდან ევრო 5-ის სტანდარტი დაინერგება, რაც გარემოს დამცველების მხრიდან ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, ევრო 5-ის სტანდარტზე უარესი ავტომობილი საქართველოს ავტოპარკს ვეღარ შეემატება. დღეს მოქმედებს ევრო 6-ის სტანდარტი. ეს არის მხოლოდ ერთი საფეხურის ქვემოთ.

ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გააუმჯობესებს ავტო პარკის, ჩვენს ტექნიკურ მდგომარეობას, ეტაპობრივად გაახალგაზრდავებს მას, რაც, რა თქმა უნდა, მავნე ნივთიერების გამონაბოლქვს შეამცირებს“. – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

magti 5g