LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუჩის კატები სოციალურ დისტანციას ადამიანებზე უკეთ იცავენ

236
78550c1738b0d0aa321b26d38f2679d4

თუკი ადამიანებს კორონავირუსის გამო შექმნილ რეალობასთან შეგუება გაუჭირდათ, კატები ცვლილებების მიმართ ბევრად უფრო ლოიალურები აღმოჩნდნენ.

ფილიპინების ერთ–ერთ ბაზარში გადაღებული ფოტოები ვირუსულად გავრცელდა. კადრში კარგად ჩანს, თუ როგორ იცავენ ფისოები სოციალურ დისტანციას და გზაზე დახაზულ წრეებში კომფორტულად არიან მოთავსებული.  ეს წრეები ერთმანეთისგან თითო მეტრის დაშორებითაა დახაზული და ხალხს დისტანციის დაცვაში ეხმარება.

ფოტოებში ისიც ჩანს, რომ სოციალურ დისტანციას ყველა ადამიანი ნამდვილად არ იცავს და ამ საკითხში კატები ბევრად უფრო კანონმორჩილი აღმოჩნდნენ. თუმცა, უნდა ავღნიშნოთ რომ წრეებში ისინი საკვების მიღების იმედით არიან მოკალათებული. ყურადღებიანი ფისოებისთვის კი უარის თქმა თითქმის შეუძლებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g