LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუინ ლატიფა ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებას” წაიყვანს

124
photo-collage.png (8)

წლევანდელი American Music Awards-ის ,,ჰოსთი”, ქუინ ლატიფა იქნება.

აღსანიშნავია, რომ საკულტო რეპერი ამ ამპლუით დაჯილდოებაზე 31-წლის შემდეგ დაბრუნდება და შოუს სოლო რანგში, პირველად გაუძღვება. 1995 წელს, ის ტომ ჯონსთან და ლორი მორგანთან ერთად ცერემონიის თანაწამყვანი იყო.

ლატიფამ ამ სიახლესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ძალიან აღელვებულია და მოუთმენლად ელის წლის გამორჩეული მუსიკალური მომენტების აღნიშვნას MGM Grand Garden Arena-ს სცენიდან.

ცნობისთვის, მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, ქუინ ლატიფა ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” ნომინანტი არასდროს ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 52-ე American Music Awards 25 მაისს, ლას-ვეგასში გაიმართება. დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილი, 14 აპრილს გახდება.

American Music Awards-ის ნომინანტთა გამოცხადებისა და გამართვის თარიღები ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები